კოკა კაციტაძე გოგაშვილის საქმეზე გომელაურის გამოკითხვას არ გეგმავს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის აღიარება - კოკა კაციტაძე არ უარყოფს, რომ რუსთავის ციხეში სოსო გოგაშვილზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტზე ვახტანგ გომელაურის გამოკითხვას არ გეგმავს.
კაციტაძის თქმით, ამ ეტაპზე ჩატარებული გამოძებით, ჯერჯერობით საგამოძებო სამსახურში გომელაურის გამოკითხვის საჭიროებას ვერ ხედავენ.
30-ზე მეტი სამართალდამცავი არის გამოკითხული ამ საქმეზე. თუკი რომელიმე სამართალდამცავი ან სხვა პირის გამოკითხვის საჭიროება დადგება, ჩვენ რა თქმა უნდა ამ პირს დავიბარებთ და გამოვკითხავთ“- ამბობს კაციტაძე.
შეგახსენებთ, რომ სუს-ის ექს-შეფმა ვახტანგ გომელაური ზეწოლაში და მუქარაში პირდაპირ დაადანაშაულა.