"არ ვიცით, არსებობს თუ არა საერთოდ სარჩელი" - ფარცხალაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ უწყება არ ჩაბარებიათ
ყოფილი გენერალური პროკურორის ადვოკატი "ტვ პირველთან" ირწმუნება, რომ ოთარ ფარცხალაძეს ლონდონის სასამართლოდან სარჩელი არ ჩაბარებია.
გაგი მოსიაშვილის მტკიცებით, ოთარ ფარცხალაძემ "ტვ პირველის" რეპორტაჟიდან გაიგო, რომ "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი მას სასამართლოში უჩივის.
ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა, თქვენს მიერ მომზადებული სიუჟეტით, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია ამბავს და რეალობას. ეს ალბათ ისევ მორიგი პროვოკაციაა ოთარის მიმართ. რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედება ფაქტია, რომ ბუნებაში არ არსებობს. სავარაუდოდ, მცდელობაა, რომ საზოგადოება გამოიკვეთოს ინფორმაციით. ამიტომ დეზინფორმაციაა ეს ყოველივე.
პირველი, მე არ ვიცი სარჩელია თუ უბრალოდ ფურცელზე დაწერილი განცხადებაა. მეორე - არანაირი სარჩელი, არნაირი უწყება, არანაირი განცხადება თუ საჩივარი არ ჩაგვბარებია. არ ვიცით, არსებობს თუ არა საერთოდ სარჩელი. რომ ჩაგვბარდება, რეაგირებას განვახორციელებთ"- თქვა ადვოკატმა.
ბიძინა ივანიშვილის ოთარ ფარცხალაძის და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის არბიტრაჟში ომეგა ჯგუფმა იჩივლა. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საქმე ეხება ქართველი ოლირქის და მისი გარემოცვის მიერ ჩატარებულ კონსპირაციულ ქმედებებს, რომელმაც ქვეყნის ერთ ერთ მსხვილი ბიზნეს ჯგუფი მრავალმილოონინი ზარალი მიაყენა.
"ტვ პირველის" მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ფარცხალაძე ზაზა ოქუაშვილს გარიგებას ივანიშვილის სახელით სთავაზობდა.
ზაზა ოქუაშვილის სარჩელის მიხედვით, 2004 წელს მიღებული ზარალის გამო, ოქუაშვილის კომპანია, ომეგა ჯგუფი კომპენსაციის სახით, საქართვლოს ბიუჯეტიდან 25 მილიონს მიიღებდა, სანაცვლოდ კი მას 4 მილიონი წილი ივანიშვილისთვის უნდა მიეცა.