სასაცილოა... - კოკა კაციტაძე ლონდა თოლორაიას მიერ გაჟღერებულ ბრალდებას ეხმაურება

12.10.22 17:36
სასაცილოა... - კოკა კაციტაძე ლონდა თოლორაიას მიერ გაჟღერებულ ბრალდებას ეხმაურება

კოკა კაციტაძე სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას მიერ გაკეთებულ ბრალდებას ეხმაურება.

საგამოძიებო სამსახურის შეფის თქმით, მსგავსი შეხსენები უბრალოდ სასაცილოა, რადგან მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, 

კაციტაძის განცხადებით, ის ყოველთვის მოქმედებს კანონის შესაბამის და ამის მაგალითად მან 16 მხილებული სამართალდამცველი მოიყვანა.  

სხვა სერიოზული შეკითხვა არ გაქვთ ხო? ეს სასაცილო არის უბრალოდ. ვამხილეთ ისეთ პოზიციაზე მყოფი სამართალდამცველები, როგორებიც არის შსს-ს კრიმინალური პოლიციის კრიმინალ-გამომძიებლები, პატრულ-ინსპექტორები, პენიტენციური სამსახურის ოფიცრები, ასევე მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი სამართალდამცველები. მთლიანობაში 16 სამართალდამცავია მხილებული. ამ დროს იმის თქმა, რომ ვინმეს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ იწყებოდა ან არ იწყება, უბრალოდ სასაცილოა“. - თქვა კაციტაძემ.

ლონდა თოლორაია კოკა კაციტაძის უწყებას ბრალდებას უყენებს.  

სახელმწიფო ინსპექტორი თაროზე შემოდებულ საქმეებზე ალაპარაკდა. მისი თქმით, საგამოძიებო უწყება პროცესს განზრახ აჭიანურებდა, რადგან მისი თქმით, უწყებას პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულზე, გადაცდომებზე, მოქალაქეებზე ზეწოლის შემთხვევებზე გამოძიების დაწყება არ უნდოდათ. 
 

მსგავსი სიახლეები