"სარჩელს გავეცანი" - ლევან ყიფიანი მზად არის ლონდონის სასამართლოს ჩვენება მისცეს, თუ ოქუაშვილი ხარჯებს დაფარავს

12.10.22 17:56
 "სარჩელს გავეცანი" - ლევან ყიფიანი მზად არის ლონდონის სასამართლოს ჩვენება მისცეს, თუ ოქუაშვილი ხარჯებს დაფარავს

ბიძინა ივანიშვილისა და ოთარ ფარცხალაძის უფლებადამცველებისგან განსხვავებით, სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ადვოკატი "ტვ პირველს" უყვება, რომ ლონდონის სასამართლოდან ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სასარჩელო მოთხოვნა მიიღეს. 

მეტიც, შალვა ხაჭაპურიძემ "ომეგა ჯგუფის" ადვოკატებს კომპეტენცია დაუწუნა. ყიფიანის ადვოკატის თქმით, ლონდონის სასამართლოს აღსრულების მექანიზმი არ გააჩნია. 

ამასთან, ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ყიფიანი სასამართლოში გამოცხადდება თუ ოქუაშვილი მის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. 

მე ამ სარჩელს გავეცანი და გარკვეული პოზიციები შემიძლია დავაფიქსირო: პირველი - სარჩელში მოყვანილი ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს და ის გამოხატავს მხოლოდ ოქუაშვილის პოზიციას. და მეორე - ამის აღსრულების მექანიზმი არ არსებობს. ჩვენ ამ მხარესთან, სასამათლოს იურისდიქციაში არ შევდივართ. ეს იმ ადვოკატს, რომელიც დაიქირავეს, უნდა სცოდნოდა. ჩვენი მხარე მზააა, სამართლებრივი პასუხი გავცეთ. თუ დაგვიბარებს სასამართლო, ამისთვისაც მზად ვართ. 

თუ ოქუაშვილი ხარჯებს აუნაზღაურებს ჩავა, ისე ფინანსურად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და მეეჭვება ეს მოახერხოს"- თქვა ხაჭაპურიძემ. 

ბიძინა ივანიშვილის ოთარ ფარცხალაძის და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის არბიტრაჟში ომეგა ჯგუფმა იჩივლა. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საქმე ეხება ქართველი ოლირქის და მისი გარემოცვის მიერ ჩატარებულ კონსპირაციულ ქმედებებს, რომელმაც ქვეყნის ერთ ერთ მსხვილი ბიზნეს ჯგუფი მრავალმილოონინი ზარალი მიაყენა.    

"ტვ პირველის" მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ფარცხალაძე ზაზა ოქუაშვილს გარიგებას ივანიშვილის სახელით სთავაზობდა. 

ზაზა ოქუაშვილის სარჩელის მიხედვით, 2004 წელს მიღებული ზარალის გამო, ​ოქუაშვილის კომპანია, ომეგა ჯგუფი კომპენსაციის სახით, საქართვლოს ბიუჯეტიდან 25 მილიონს მიიღებდა, სანაცვლოდ კი მას 4 მილიონი წილი ივანიშვილისთვის უნდა მიეცა. 

ოქუაშვლი 23 მილიონისა და მილიონ 700 ათასი ამერიკული დოლარის გადახდას ითხოვს. 

მსგავსი სიახლეები