ქვეყნის გაზრდილ ვალს „ოცნება“ გამდიდრებისთვის“ იყენებს - სამადაშვილი
პარტია „ლელოს“ ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქვეყნის გაზრდილ ვალს „ოცნება“ გამდიდრებისთვის“ იყენებს.
სამადაშვილი ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე კოლოსალურად გაზრდილ დაფინანსებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ „ოცნებისთვის“ სუს-ი მთავარი ინსტრუმენტია, მის მოქალაქეებზე თვალთვალისა და მიყურადებისათვის და სწორედ ამიტომ უზრდის ამ უწყებას დაფინანსებას.
"ამ ვალის დიდ ნაწილს „ქართული ოცნება“ იყენებს იმისთვის, რომ გამდიდრდეს და ამითი გააღარიბოს კიდევ რამდენიმე თაობა. ალბათ, საბჭოთა კავშირის დროინდელ „ენკავედეს“ და ფაშისტური გერმანიის „სტატის“ შეშურდებოდა იმ სისტემის, რომელიც „ოცნებამ“ შექმნა საკუთარ მოქალაქეებზე თვალთვალის და მიყურადების მხრივ. სწორედ ამიტომ არის, რომ მათ უზრდიან ბიუჯეტს. იმიტომ რომ, სუს-ის არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი „ოცნებისთვის“ პოლიტიკური დევნისა და შევიწროვების“. - ამბობს სალომე სამადაშვილი.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი „2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტი შეაფასა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სუს-ის დაფინასება ზუსტად 29.3 მლნ ლარით იზრდება.