ოქუაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ - ვიქტორ ყიფიანი ირწმუნება, რომ არავითარი სარჩელი არ მიუღია

12.10.22 18:13
ოქუაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ - ვიქტორ ყიფიანი ირწმუნება, რომ არავითარი სარჩელი არ მიუღია

ზაზა ოქუაშვილის სარჩელი ბიძინა ივანიშვლის წინააღმდეგ - ყოფილი პრემიერის ადვოკატი, ვიქტორ ყოფიანი ირწმუნება, რომ არავითარი სარჩელი არ მიუღია.

"სხვა კითხვა თუ არ გაქვთ, წარმატებას გისურვებთ. (სარჩელი) არ მიგვიღია"- თქვა მან. 

"პირველებმა" ადვოკატს ფოსტის ვებ გვერზე ატვირთული დოკუმენტი აჩვენა, სადაც წერია რომ 7 ოქტომებრს 12:30 ზე ჩაბარდა იურიდიულო კომპანიისგან სარჩელი. 

ბიძინა ივანიშვილის ოთარ ფარცხალაძის და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის არბიტრაჟში ომეგა ჯგუფმა იჩივლა. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საქმე ეხება ქართველი ოლირქის და მისი გარემოცვის მიერ ჩატარებულ კონსპირაციულ ქმედებებს, რომელმაც ქვეყნის ერთ ერთ მსხვილი ბიზნეს ჯგუფი მრავალმილოონინი ზარალი მიაყენა.    

"ტვ პირველის" მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ფარცხალაძე ზაზა ოქუაშვილს გარიგებას ივანიშვილის სახელით სთავაზობდა. 

ზაზა ოქუაშვილის სარჩელის მიხედვით, 2004 წელს მიღებული ზარალის გამო, ​ოქუაშვილის კომპანია, ომეგა ჯგუფი კომპენსაციის სახით, საქართვლოს ბიუჯეტიდან 25 მილიონს მიიღებდა, სანაცვლოდ კი მას 4 მილიონი წილი ივანიშვილისთვის უნდა მიეცა. 

ოქუაშვლი 23 მილიონისა და მილიონ 700 ათასი ამერიკული დოლარის გადახდას ითხოვს. 

მსგავსი სიახლეები