ეს არის სრული სისულელე - კალაძე ყირიმის ხიდზე აფეთქების საქართველოსთან კავშირის შესახებ

12.10.22 19:59
ეს არის სრული სისულელე - კალაძე ყირიმის ხიდზე აფეთქების საქართველოსთან კავშირის შესახებ

თბილისის მერის განცხადებით, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ 23 ტონამდე ტროტილი ყირიმის ხიდის ასაფეთქებლად, რუსეთში საქართველოდან შეიტანეს, „სრული სისულელეა“.

ეს არის სრული სისულელე და არანაირი კავშირი არა აქვს საქართველოსთან. არ ვიცი, ეს რისთვის სჭირდებათ, ალბათ, შიდა პიარის მოხმარებისთვის. ვერ გეტყვით... საქართველოსთან არანაირი კავშირი არა აქვს ამას“, - განაცხადა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით 8 ადამიანია დაკავებული, მათგან ხუთი რუსეთის, სამი კი - უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა. 

მსგავსი სიახლეები