არსებობს თუ არა ფარცხალაძის ფარული ჩანაწერი, სადაც ის ბიზნესმენებს ივანიშვილის სახელით მილონებს სძალავს
არსებობს თუ არა ოთარ ფარცხალაძის ფარული ჩანაწერი, სადაც ის ბიზნესმენებს ივანიშვილის სახელით მილონებს სძალავს. ლონდონის სასამართლოს სარჩელში "პირველებმა" სკანდალური დეტალები იპოვა.
ოლიგარქის კარზე დიდი არეულობაა. ივანიშვილის მთავარი დასაყრდენი პატრონს რეკეტში ამხელს.
„როგორ გგონია ვისგან მოვდივარ ან როგორ ფიქრობ ვინ გამომგგზავნა“ - ოთარ ფარცხალაძის ეს და სხვა ფრაზები ივანიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში იქნება გამოყენებული.
სახელმწიფო რეკეტის ბრალდებით, ქართველი ოლიგარქი ოთარ ფარცხალაძე და ლევან ყიფიანი ლონდონის სასამართლოში არიან დაბარებული.
სკანდალურ დოკუმენტში, რომელიც „ტვ პირველმა“ მოიპოვა დეტალურად არის გაშიფრული ბიძინა ივანიშვილის ემისრების, ფარცხალაძის და ყიფიანის საუბრები ბიზნესმენ ოქუაშვილთან.
თარიღები, შეხვედრის ადგილები, საუბრების დეტალური ამონაწერი. ეს ყველაფერი და სავარაუდოდ, აუდიო ჩანაწერებიც უკვე ბრიტანელი მოსამართლეების ხელშია.
რეკეტში მხილებული ხელისუფლების მაღალჩინოსნების პირობა ასეთი იყო - „ომეგა“ ჯგუფს 2004 წელს მიყენებულ ზარალს სახელმწიფო აუნაზღაურებდა, სანაცვლოდ კი ბიზნესმენს ივანიშვილის შავ სალაროში 4 მილიონი უნდა მიეტანა.
ახლა რთულ ვითარებაშია ბიძინა ივანიშვილი, ოლიგარი ბრიტანეთის ვირჯიის კუნძულებზე თავად ან მესამე პირების საშუალებით დიდი ქონებას ფლობს. თუ სასამართლომ ივანიშივლი ბიზნესის რეკეტში ამხილა და ოქუაშვილის დიდი კომპენსაციის გადახადა მოუწევს. თუ ფულს არ გადაიხდის, არ არის გამორიცხული ივანიშვილის ბრიტანული აქტივები უბრალოდ დაყადაღონ.
ვრცლად იხილეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი.