კრემლის ბრალდებები საქართველოს - ხელისუფლება ისევ დუმს
კრემლის ბრალდებები საქართველოს - საქართველოს ხელისუფლება ისევ დუმს. სიჩუმეა ოფიციალური უწყებების ვებ გვერდებზეც. მთავრობა თავს ვალდებულად არ თვლის, კრემლის ბრალდებებს განცხადებით გამოეხმაუროს. ჩუმად არიან შს და საგარეო საქმეთა მინისტრებიც. კითხვებს გაურბიან პარლამენტის თავდაცვის და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებიც.
"ოცნების" დეპუტატების ნაწილი კი "პირველებს" ეუბნება, რომ რუსეთის ბრალედბები პროვოკაცია და აბსურდია და მასზე ყურადღების გამახვილება არ ღირს.
რუსეთის ბრალდებები არის აბსურდული და ატარებს პროვოკაციულ ხასიათს, - ამბობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია
საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, მოსკოვის ბრალდებების ყველა ადრესატმა "ეფ-ეს ბეს" გამოძიება დაგმო.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველო ტერაქტის თანამონაწილედ გამოაცხადა. ინფორმაცია რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
"ეფესბეს" მტკიცებით, 22 ტონა ტროტილით დატვირთული მანქანა რუსეთში საქართველოდან შევიდა. სატვირთომ ქვეყნის სასაზღვრო პუნქტები მინიმუმ ოთხჯერ გადაკვეთა. მათივე ინფორმაციით, ბომბი რუსეთში ქართულნომრიანი ავტომობილით შეიტანეს და ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მინიმუმ ორი მოქალაქე ემსახურებოდა.