გელათი განადგურების საფრთხის წინაშეა, ეს წულუკიანის პირდაპირი პასუხისმგებლობაა - ანა ნაცვლიშვილი

13.10.22 11:40
გელათი განადგურების საფრთხის წინაშეა, ეს წულუკიანის პირდაპირი პასუხისმგებლობაა - ანა ნაცვლიშვილი

"გელათის უნიკალური ფრესკები განადგურების საფრთხის წინაშეა" - ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებმა გააკეთეს.

ოპოზიციური პარტიის წევრები ისტორიულ ტაძარში  ექსპერტებთან ერთად იმყოფებოდნენ.

პარტიის წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გელათში ფრესკები  ჩამოშლილია და წყალი ჟონავს, ამიტომაც გეგმავენ, იუნესკოს წერილით მიმართონ, იმისთვის, რომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში ჩართვა შეძლონ. 

ნაცვლიშვილი სრულ პასუხისმგებლობას კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს და კულტურის ხელმძღვანელს ელისო ბოლქვაძეს აკისრებს.

მისი თქმით, თეა წულუკიანი არ ასაჯაროებს იმ დასკვნებს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გელათში ჩატარდა

საუბარი მიჭირს ისეთი მძმე სურატ დამხვდა გელათში. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის და იმ გასამხედროებული წესის, რომელიც მან გელათთან დაკავშირებით შემოიღო. მალავს ინფორმაციას, არ ასაჯაროებს კომპეტენტური ექსპერტების დასკვნას, რომელმაც აჩვენა, რომ სამუშაოები არასწორადაა ჩატარებული. ფრესკები არის ჩამოშლილი, კვლავ ჟონავს წყალი, იმიტომ რომ ვერ მოხდა გადახურვა სწორად. გელათი არის იუნესკოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რიცხვში შეტანილი. ჩვენ დავკარგავთ ამ უძვირფასესს საუნჯეს. მივმართავ ყველას, პირველ რიგში "იუნესკოს" გავუგზავნი წერილს" - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
 

მსგავსი სიახლეები