კიევის მხრიდან ბრალდებებზე ხელისუფლებამ ისტერიკა მოაწყო, სადაა რეაქცია მოსკოვის მიმართ? - უსუფაშვილი

13.10.22 12:00
კიევის მხრიდან ბრალდებებზე ხელისუფლებამ ისტერიკა მოაწყო, სადაა რეაქცია მოსკოვის მიმართ? - უსუფაშვილი

ოპოზიცია კრემლის ბრალდებებთან დაკავშირებით ხელისუფლებას სწრაფი რეაგიებისკენ მოუწოდებს. "ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი "ოცნებას" კიევის ბრალდებებზე მათივე "ისტერიკას" ახსენებს და უკვირს, რატომ არ აქვთ ხელისუფლება იგივე რეაქცია მოსკოვის ბარლდებებზე. 

ისტერიკა მოაწყო ხელისუფლებამ, როდესაც კიევიდან გაისმა ეჭვები და ბრალდებები, რომ საქართველოს გავლით რუსეთის სასარგებლოდ ტვირთები ხომ არ მოძრაობსო და მაშინ იყო ერთი ამბავი, რომ „დაგვიდონ მტკიცებულება, ჰაერზე რატომ ლაპარაკობენ“ და ა.შ. სადაა ეს კითხვები მოსკოვის მიმართ? რატომ დუმს ხელისუფლება და  ასევე არ ითხოვს მოსკოვისგან ამ ბრალდებების დამადასტურებელ დოკუმენტებს, მტკიცებულებას და ა.შ. ეს სერიოზულ კითხვებს და ეჭვებს ბადებს. მეორე, ასეთ ვითარებაშ სწრაფი მოქმედება არის გადამწყვეტი, - ამბობს უსუფაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველო ტერაქტის თანამონაწილედ გამოაცხადა. ინფორმაცია რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა  გამოაქვეყნა.

"ეფესბეს" მტკიცებით, 22 ტონა ტროტილით დატვირთული მანქანა რუსეთში საქართველოდან შევიდა. სატვირთომ ქვეყნის სასაზღვრო პუნქტები მინიმუმ ოთხჯერ გადაკვეთა. მათივე ინფორმაციით,  ბომბი რუსეთში ქართულნომრიანი ავტომობილით შეიტანეს და ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მინიმუმ ორი მოქალაქე ემსახურებოდა.

 

მსგავსი სიახლეები