მთავრობამ პოლიტიკის ანა-ბანა არ იცის - ბექა ლილუაშვილი
მთავრობამ პოლიტიკის ანა-ბანა არ იცის, - ასე აფასებს პარტია "საქარტველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი კრმელის ბრალდებებზე ხელისუფლების დუმილს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მიუხედავად ხელისუფლების "არგაღიზიანების" პოლიტიკის, რუსეთი ქართული სახელმწიფოს პროვოკაციაზე წამოგებას მაინც ცდილობს.
მთავრობამ არ იცის პოლიტიკის ანა-ბანა, იმიტომ, რომ რაღაც სახალხო სიბრძნეს არასწორად იყენებს ამ შემთხვევაში, „დუმილის ოქროს ფასობასთან“ დაკავშირებით. უნდა ძალიან კარგად გვესმოდეს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯები, ეს არის პირდაპირ მიზანმიმართული პროვოკაცია და როგორც ჩანს, ის მზად არის, მიუხედავად ხელისუფლების ე.წ. „არგაღიზიანების“ პოლიტიკისა, მაქსიმალურად პროვოცირება მოახდინოს ქართული სახელმწიფოსი, მოადინოს ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაცია, - ამბობს ლილუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველო ტერაქტის თანამონაწილედ გამოაცხადა. ინფორმაცია რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
"ეფესბეს" მტკიცებით, 22 ტონა ტროტილით დატვირთული მანქანა რუსეთში საქართველოდან შევიდა. სატვირთომ ქვეყნის სასაზღვრო პუნქტები მინიმუმ ოთხჯერ გადაკვეთა. მათივე ინფორმაციით, ბომბი რუსეთში ქართულნომრიანი ავტომობილით შეიტანეს და ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მინიმუმ ორი მოქალაქე ემსახურებოდა.
კრემლის ბრალდებებზე საქართველოს ხელისუფლება დუმს.