"ოცნება" ქმნის იმიტაციას, ვითომ ევროპაში მიდიან, სინამდვილეში კი პოლიტიკური ფლირტი აქვთ რუსეთთან - მანჯგალაძე
ევროპის მთავარი დედაქალაქიდან გზავნილი უკვე მიღებულია.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ოცნება“ მიზანმიმართულად ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.
„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, „ოცნება“ მიზანმიმართულად ახდენს ევროპული კურსის ტორპედირებას, რომ ქვეყანა დასავლური რელსებიდან გადააგდოს.
მანჯგალაძე ასევე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ქმნის იმიტაციას, ვითომ ევროპაში მიდიან, სინამდვილეში კი "პოლიტიკური ფლირტი აქვთ რუსეთთან".
ეს არის მუშაობის იმიტაცია და სინამდვილეში, მიზანმიმართულად ახდენენ ტორპედირებას ევროპული კურსის. ისინი ცდილობენ, რაზეც ისაუბრა ქალბატონმა ლაიენმა, რომ ახალი შანსი, ახალი შესაძლებლობა გაიხსნა, ამ შესაძლებლობიდან და დასავლური რელსებიდან გადააგდონ საქართველო. ქმნიან იმიტაციას, ვითომ ევროპაში მიდიან, სინამდვილეში კი პოლიტიკური ფლირტი აქვთ რუსეთთან". - ამბობს მანჯგალაძე.
"ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ეკონომიკებისა და ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა" - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა