ქვეყანამ რომ ამ ეტაპზე კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, ეს არ ნიშნავს, რომ მან ამ გზიდან გადაუხვია - სერგეენკო
„ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
დავით სერგეენკოს თქმით, ქვეყანამ რომ ამ ეტაპზე კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, ეს არ ნიშნავს, რომ მან ამ გზიდან გადაუხვია
„საქართველო, ამ შემთხვევაში ცალკე არ დგას უკრაინისგან და მოლდოვასგან, სხვადასხვა ვალდებულებები მიენიჭათ მათ. უკრაინასთან მიმართებაში მე ამას საყვედურით არ ვამბობ, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას დაეხმარება. დაახლოებით იგივე ეხებოდა მოლდოვასაც. საქართველომ რომ ამ ეტაპზე კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, ეს არ ნიშნავს, რომ მან ამ გზიდან გადაუხვია ან ჩამორჩენილია“.- ამბობს სერგეენკო.
"ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ეკონომიკებისა და ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა" - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა