როგორ ირღვეოდა სააკაშვილის უფლებები - ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი" დოკუმენტს აქვეყნებს
სად და როგორ ირღვეოდა მიხეილ სააკაშვილის უფლებები - ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი" ანალიტიკურ დოკუმენტს აქვეყნებს.
საკმაოდ მოცულობით დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფო სააკაშვილის რეაბილიტაციის პროცესში სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ვერ აკმაყოფილებდა. ასევე საუბარია ყოფილი მთავარსარდლის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზეც.
გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო ხშირ შემთხვევაში ჩამორცება მოვლენებს. პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის პარალელურად სულ უფრო მძიმდება. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მისაღებია გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრში".