"ოკუპირებულ რეგიონში ქართულ პასპორტებზე მოთხოვნაა" - აფხაზეთის ხელისუფლების ლეგიტიმური წარმომადგენელი
ევროგაერთიანების სანქციები ოკუპირებულ რეგიონებს - აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ამბობს, რომ ოკუპირებულ რეგიონში ქართული პასპორტების აღების მსურველი ბევრია.
ჯემალ გამახარიას თქმით, აღნიშნული სირთულეებთან არის კავშირში, თუმცა მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ თანამოქალაქეებს ამ პროცესში მხარდაჭერა გამოუცხადოს.
ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება ქართულ პასპორტებზე. ჩვენ ყოველ გამოსვლას ვიწყებთ და ვამთავრებთ იმით, რომ აფხაზები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ნამდვილად არიან ჩვენი თანამოქალაქეები. ამ თანამოქალაქეობას დოკუმენტურად დადასტურება სჭირდება და ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის ჩვენი პასპორტების გაცემით. ვიცი უამრავი ადამიანი, კონკრეტული პირი, ერთი და ორი არა, რომელიც ელოდება ამ ცვლილებას ჩვენს კანონში და მზად არიან, აიღონ საქართველოს პასპორტი. სხვანაირად მათთვის მსოფლიო ჩაკეტილია და ახლა რუსეთში გინდა წასულხარ და გინდ არა, - ამბობს ჯემალ გამახარია.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები მოსახლოებისთვის ევროპის კარი იხურება. ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები რუსული პასპორტებით ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ. რუსული პასპორტების მფლობელები ვეღარც ვიზებს მიიღებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენეტიტეტის მხარდასაჭერად მიიღო. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც რაც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს რუსული პასპორტები დაურიგა.
ანალოგიური რეგულაციები იმოქმედებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვისაც.