თალაკვაძის თავი გაგორდა ამ დოკუმენტზე - სალომე სამადაშვილი
თალაკვაძის თავი გაგორდა ამ დოკუმენტზე - ასე შეაფასა სალომე სამადაშვილმა ტვ პირველზე ინგა გრიგოლიასთან, არჩილ თალაკვაძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვება.
თალაკვაძის გადადგომა არის დაკავშირებული იმ შეთანხმებასთან, რომელიც მივიღეთ. როცა დანიელსონი პირველად ჩამოვიდა საქართველოში მე მასთან მქონდა კერძო საუბარი და ამ საუბარში მითხრა ესეთი რამ: თუ შეთანმხებას მივაღწიეთ, ამ შეთანხმების ბოლოს ორივე მხრიდან სისხლი დასხმევა ამ დოკუმენტზე, ამ დოკუმენტზე იქნება სისხლი, გადატანითი მნიშვნელობით, მოგიწევთ მძიმე დათმობებზე წასვლა. ამ დოკუმენტზე სისხლი კი არ არის მხოლოდ ამ დოკუმენტზე, თალაკვაძის თავი გაგორდა ამ დოკუმენტზე," - თქვა სამადაშვილმა.
სამადაშვილის თქმით, დოკუმენტის მიღებით შემდეგ არჩევნებზე ფაქტობრივად "ქართული ოცნების" დამარცხების გარანტია მიიღეს.
ის ცვლილებები, რაც შემოდის საარჩევნო ადმინისტრაციაში მე შემიძლია გითხრათ,რომ ჩვენ მივიღეთ გარანტიები, რომ შემდეგ არჩევნებს "ქართული ოცნება" ძალიან მწარედ წააგებს. ვადამდელი არჩევნებიც, ჩემი აზრით, ამ დოკუმენტით გარანტირებულია, ეს დოკუმენტი არის გზა "ქართული ოცნების დამარცხებისკენ," - თქვა სალომე სამადაშვილმა ინგა გრიგოლიასთან გადაცემაში.