პასუხისმგებლობაა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი - კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

13.10.22 14:57
პასუხისმგებლობაა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი - კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევა - კახა კალაძის განცხადებით, ყველას პასუხისმგებლობა დადგება, ვინ ამ ტრაგედიაშია თანამონაწილე.

„სამუშაოები ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინსერვისი“, ქვეკონტრაქტორების თქმა გამიჭირდება. შემოწმებული იყო. პროექტი დიდი ხანია, დასრულებული იყო.

უმძიმესი თემაა, თავზარდაცემული ვართ. დიდი პასუხისმგებლობაა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ შადრევანში ჩავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთი, 13 წლის გოგონა, რომელსაც დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. 
 

მსგავსი სიახლეები