არ ჰყოფნის ამას სამძიმრის სიტყვები ტრაგედიის შემომქმედი ადამიანისგან - მელია კალაძის პასუხისგებლობას აყენებს

13.10.22 15:31
არ ჰყოფნის ამას სამძიმრის სიტყვები ტრაგედიის შემომქმედი ადამიანისგან - მელია კალაძის პასუხისგებლობას აყენებს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია - „ენმ“-ს თვმჯდომარე ნიკა მელია ხელს პირდაპირ კახა კალაძეს ადებს და ამბობს, რომ ამ ტრაგედიის შემოქმედი სწორედ თბილისის მერია. 

მელიას თქმით, პასუხისმგებლობა უნდა იყოს პოლიტიკური.

„წარმოდგენაც კი მზარავს, როგორც მშობელს. საშინელება მოხდა.
კონკრეტული არქიტექტორის დონეზე არ უნდა გავიდეს ეს ამბავი? პასუხისმგებლობა უნდა იყოს პოლიტიკური. ამ ყველაფერს თავისი გამომწვევი სიღმისეული მიზეზები აქვს და ეს არის კორუფცია, რომელიც სრულდება სიკვდილით.
ხვალ და ზეგ რომ არ მოხდეს იგივე, უნდა დაიწყოს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. არ ყოფნის ამას სამძიმრის სიტყვები იმ ადამიანისგან, რომელიც არის შემომქმედი ამ ტრაგედიისა“. - ამბობს მელია.

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ შადრევანში ჩავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთი, 13 წლის გოგონა, რომელსაც დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. 
 

მსგავსი სიახლეები