დავდგეთ ერთად! - ,,სტარტეგია აღმაშენებლის" მიმართვა ოპოზიციურ პარტიებს
,,სტრატეგია აღმაშენებელი" პროევროპული კოალიციის შექმნას აანონებს. გიორგი ვაშაძის პარტიაში ამბობენ, რომ ახლა განსხვავებების და პარტიული ინტერესების დრო აღარააა და ხელისუფლების რუსულ პოლიტიკას გაერთიანებული ძალებით უნდა შეებრძოლონ.
რადგან საფრთხეშია ჩვენი ევროპული მომავალი და ქვეყნის თავისუფლება, დაწყებული აქვთ ანტიქართული, პრორუსული მოძრაობა, ვითარება საგანგაშოა და ვფიქრობთ, რომ ის ძალები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს თავისუფლება და პროდასავლური არჩევანი, დავდგეთ ერთად!
ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ პროცესში მონაწილეობა, მათთვის კარი ღიაა. მთავარი პირობა პროდასავლურობაა - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
წინასწარ არის ცნობილი, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ,,სტრატეგია აღმაშენებლის" მოწოდებას არ დაეთანხმება.