ივანიშვილ-კალაძის ბანდამ მილიონების კეთებაში ბავშვთა სასაკლაო მოაწყვეს - ნათელაშვილი

13.10.22 15:56
ივანიშვილ-კალაძის ბანდამ მილიონების კეთებაში ბავშვთა სასაკლაო მოაწყვეს - ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ნათელაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილ-კალაძის ბანდამ მილიონების კეთებაში ბავშვთა სასაკლაო მოაწყვეს.

"თბილისში ივანიშვილ-კალაძის ბანდამ მილიონების კეთებაში ბავშვთა სასაკლაო მოაწყვეს. ასეთი რამ მსოფლიო პრაქტიკაში არ მომხდარა. თავიანთი ბავშვები დისნეილენდებში დაჰყავთ. ჩვენებისთვის დენის დარტყმა ემეტებათ. ნახეთ ვინ აკეთებდა ამ ე.წ პარკის კეთილმოწყობას დარწმუნებული ვარ ქოცების ფრთის ქვეშ შეფარებული და მათი დამფინანსებელი კომპანია. კორუმპირებული, ბავშვთა სიცოცხლის ხარჯზე მილიონების მკეთბელი მერი კალაძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს". - წერს ნათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები