ძნელია სიტყვებით იმ ტკივილის გადმოცემა, რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი განვიცდით - განათლების მინისტრი

13.10.22 16:33
ძნელია სიტყვებით იმ ტკივილის გადმოცემა, რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი განვიცდით - განათლების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის გარდაცვალების გამო და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და თანაკლასელებს.
დღევანდელი შემთხვევა სკოლისა და სამინისტროსთვის, ისევე როგორც სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი ტრაგედიაა. ძნელია სიტყვებით იმ ტკივილის გადმოცემა, რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი განვიცდით.
კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს, მხნეობასა და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ უმძიმეს წუთებში“, - აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ შადრევანში ჩავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთი, 13 წლის გოგონა მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. 

მსგავსი სიახლეები