„გადადგეს და დაისაჯოს მკვლელი და კორუმპირებული კალაძე“ - კახა ოქრიაშვილი

13.10.22 18:04
„გადადგეს და დაისაჯოს მკვლელი და კორუმპირებული კალაძე“ - კახა ოქრიაშვილი

ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევა - "პროგრესი და თავისუფლება"-ს ლიდერი, კახა ოქრიაშვილი კახა კალაძის გადადგომას ითხოვს.

"გუშინ ბატონმა კალაძემ ზარ-ზეიმით გახსნა ვაკის პარკი. დღეს რეაბილიტირებულ შადრევანში დაიღუპა 13 წლის ბავშვი. არის ეს ერთჯერადი და შემთხვევითი მოვლენა?! - არა! როდესაც ხელისუფლება აქვთ მიტაცებული არაკომპეტენტურ, უცოდინარ, სისტემურ კორუფციაში ჩაფლულ ადამიანებს, ყველა მიმართულებით მომაკვდინებელი ეფექტი გვაქვს და გვექნება! სადაც არ არის დანერგილი თანამედროვე, დემოკრატიული მართვის სისტემები, ყველგან არის უკუსვლა და სიკვდილი! 
დიახ, კალაძე არის არაკომპეტენტური და კორუმპირებული მერი - მას ავტობუსების შესყიდვებთან დაკავშირებით პასუხი დღესაც არ გაუცია, მაგრამ მოუწევს! ამ ბავშვის სიკვდილი კალაძის და ივანიშვილის კისერზეა.  მათ შექმნეს ისეთი საქართველო, სადაც არამარტო მაღალი ძაბვით, არამედ თბილისის ქუჩებში, ყოველდღე ან კრიმინალურ გარჩევებში იხოცებიან ადამიანები, ან შიმშილით კვდებიან, ან გარბიან  საქართველოდან! 
უსწრაფესად, კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს ყველა დამნაშავე და გადადგეს და დაისაჯოს მკვლელი და კორუმპირებული კალაძე". - ამბობს ოქრიაშვილი.

უბედური შემთხვევა ვაკის პარკში  ცოტა ხნის წინ მოხდა. მოზარდები ახლადგახსნილ შადრევანში ბურთის ამოღების მიზნით ჩავიდნენ, სადაც მათ დენმა დაარტყათ. სამივე არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის, 13 წლის გოგონას  სიცოცხლის გაადარჩენა ვერ მოხერხდა.    

მსგავსი სიახლეები