"სიკვდილით სავსე ქალაქი" - აქცია რუსთაველის გამზირზე

13.10.22 20:36
"სიკვდილით სავსე ქალაქი" - აქცია რუსთაველის გამზირზე

"სიკვდილით სავსე ქალაქი" - ამ სახელწოდებით დაანონსდა აქცია დედაქალაქის მთავარ გამზირზე. რუსთაველზე თავს იყრიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელოვანები, რიგითი მოქალაქეები. 

ყველა ერთხმად ამბობს, რომ თანამდებობიდან უნდა გადადგეს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე და ასევე, დეპუტატის მანდატი დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამუილახვარმა.

ეს არის ჩემი პირადი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა იყოს ეფექტური. უნდა გამოიკვეთოს შესაბამისი პირები, ვინც შესრულებასა და ჩაბარებაზე იყო პასუხისმგებელი. 

აქ ჩვენ ფოკუსი არ უნდა დავკარგოთ, უნდა შევხედოთ და თქვათ ის, რომ სახელმწიფოს აქცს ლომის წილი ამ ყველაფერში - აცხადებს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები