3500 გაფიცული მუშა - ჭიათურაში მაღაროების მუშაობა შეჩერებულია
ჭიათურაში მუშაობა ყველა მაღაროში შეწყვეტილია. 3500 მუშა პროტესტის ნიშნად გაიფიცა. "ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულები ხელფასის 50 %-ით გაზრდას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.
კომპანიაში ამბობენ, რომ შესაძლოა, დასაქმებულებთან შეთანხმებას დღის ბოლომდე მიაღწიონ. ჯერჯერობით უცნობია, რას შესთავაზებს მაღაროელებს "ჯორჯიან მანგანეზი".