მკვლელი შადრევანი - პოლიციაში „გრინსერვისის“ დამფუძნებელს და მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსს კითხავენ

14.10.22 11:00
მკვლელი შადრევანი - პოლიციაში „გრინსერვისის“ დამფუძნებელს და მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსს კითხავენ

მკვლელი შადრევანი თბილისის ცენტრში - ვაკის პარკში მომხდარ უმძიმეს ფაქტთან  დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვების სერია 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"პირველების" ინფორმაციით, პოლიციელები კომპანია „გრინსერვის პლუსის“ დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძესა და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსს გიგა გიგაშვილს კითხავენ.

ცნობისთვის, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა რეაბილიტირებული შადრევანი ჩაიბარა. 

ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში 3 მოზარდს დენმა გუშინ დაარტყა. მერვეკლასელები შადრევანში ბურთის ამოსაღებად შევიდნენ. 

მომხდარის შედეგად 13 წლი მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

მსგავსი სიახლეები