რამდენად ხარიახიანად ჩატარდა სამუშაოები შადრევანზე - ექსპერტიზის დასკვნა არ იძებნება
ოპოზიცია ეჭვობს, რომ ვაკის პარკში შადრევანზე ჩატარებული სამუშაოების ხარისხი არავის შეუმოწმებია. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ნადირაძე "პირველებთან" ამბობს, რომ შესყიდვების სააგენტოს პორტალზე არ არის ატვირთული ექსპერტიზის დასკვნა, მოხდა თუ არა ტექნიკური ნაწილის ინსპექტირება.
ნადირაძე მერიის და კალაძის უწყების შესაბამისი სამსახურების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
ინსპექტირების დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ინსპექტირება ჩაუტარდა სამუშაოს მოცულობებს, ანუ რამდენად იყო შესაბამისობაში იმ თანხმებთან, რომელიც მერიას უნდა გადაეხადა და აქ 6 მილიონ ლარზე მეტია გადახდილი. თუმცა ამ დოკუმენტებში არ ჩანს და არ არის ატვირთული, რამდენად მოხდა ტექნიკური ნაწილის ინსპექტირება. რამდენად ხარისხიანად გაკეთდა სამუშაოები. კაბელს, რომელიც იქ ჩაიდო, გადაჰქონდა თუ არა დენი წყალზე. იყო თუ არა ავტომატური ამომრთველები, იყო თუ არა დამიწება სწორად გაკეთებული?
თბილისის მერიას ჰყავს შესაბამისი სამსახური - მუნიციპალური ლაბორატორია, სადაც 165 ადამიანია დასაქმებული და წლიდან-წლამდე 6 მილიონ ლარს ვხარჯავთ ამ ადამიანების შესანახად, თუმცა ჩანს, რომ დოკუმენტები ატვირთული არ არის. უნდა ვიგულისხმოთ, რომ დიდი ალბათობით, ექსპერტიზა არ არის ჩატარებული და ამ შემთხვევაში აქ ცალსახად იკვეთება თბილისის მერიის და მერიის შესაბამისი სამსახურის და მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი"- აცხადებს ოპოზიციონერი.