"პატრიარქს ჰქონდა ნათქვამი გადადგომაზე" - ანდრია ჯაღმაიძე

14.10.22 12:13
"პატრიარქს ჰქონდა ნათქვამი გადადგომაზე" - ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ,,ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ ადასტურებს, რომ "პატრიარქს ჰქონდა ნათქვამი გადადგომაზე". 

დეკანოზი კონკრეტულ თარიღებზე არ საუბრობს და იქვე ამბობს, რომ პატრიარქის ნათქვამის შემდეგ საპატრიარქოში სინოდის წევრები არაერთხელ შეიკრიბნენ და შეძლეს, რომ უწმინდესს აღნიშნული გადაწყვეტილება არ მიეღო. 

ვთქვი, ამის შესახებ, რომ პატრიარქს ჰქონდა მსგავსი რამ ნათქვამი გადადგომის შესახებ, მაგრამ არანაირი თარიღები, არანაირი დღესთან დაკავშირებით და ვადები, სიმართლეს არ შეესაბამება. ტყუილი, ტყუილი"- თქვა ჯაღმაიძემ. 

კითხვაზე, რატომ აპირებდა პატრიარქი გადადგომას, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ "ალბათ ასაკის და ჯანმრთელობის გამომდინარე". 

დეკანოზი ამბობს, რომ მღვდელმთავრები პატრიარქის გადადგომის წინააღმდეგები არიან: 

მღვდელმთავრები პატრიარქის მიმართ მამობრივი გრძნობით არიან, მამა-შვილური გრძნობაა, განწყობაც შესაბამისია, რომ პატრიარქმა მსახურება გააგრძელოს"- თქვა მან. 

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ილია მეორის გადადგომის შესახებ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია მორიგი ფანტაზია და ტყუილია.

ცნობისთვის, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ექსკლუზიურად  "შაბათის ეთერისთვის" გაგზავნილ წერილში, ჯერ კიდევ 27 ივლისს აღნიშნავდა, რომ ილია მეორეს გადადგომა 2021 წლის 14 ოქტომბერს იგეგმებოდა. 

 

მსგავსი სიახლეები