ვუსამძიმრებთ 13 წლის მარიტას ოჯახს, ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს - აშშ-ის საელჩო
უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებთ 13 წლის მარიტას ოჯახს, მეგობრებსა და თანაკლასელებს. ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს - ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ვაკის პარკში დატრიელებულ უმძიმეს ფაქტს განცხადებით ეხმაურება.
საელჩო დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ოჯახს უსამძიმრებს:
"ჯაზ კვინტეტის დღევანდელი კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და 16 ოქტომბრის კონცერტი თელავის სამუსიკო სასწავლებელში აღარ გაიმართება.
უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებთ 13 წლის მარიტას ოჯახს, მეგობრებსა და თანაკლასელებს. ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს.
იმედი გვაქვს, რომ დაშავებულები სრულად გამოჯანმრთელდებიან და ამისთვის ვლოცულობთ" - წერია განცხადებაში.