პირადი ცხოვრების კადრების სკანდალი - გამოძიების მტკიცებით, ღარიბაშვილის მიერ 2012 წელს განადგურებულ დისკებს გოგაშვილი სახლში ინახავდა
პირადი ცხოვრების კადრების სკანდალი - საგამოძიებო უწყების მტკიცებით, უკანონო ჩანაწერებს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სახლში ინახავდა. ცნობილია, რომ შოთაძის უწყებამ პირადი ცოხვრების ამსახველი კადრების შენახვის ბრალდებით სოსო გოგიაშვილს ბრალი დაუმძიმდა, ეკა ბესელიას კი მეხუთედ მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი.
არადა ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი და არჩილ კბილაშვილი ირწმუენბოდნენ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მათ 2012 წელს საჯაროდ გაანადგურეს.
ამ საქმეზე დაზარალებული ეკა ბესელია ამაბობს რომ პასუხისმგებლობის სიმძიმის გადატანას სოსო გოგაშვილზე ცდილობენ.
პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მას დღემდე არ აქვს კითხვაზე პასუხი ვინ იყო უმძიმესი დანაშაულის ორგანიზატორი და ვინ გაავრცელა პირადი ცხოვრების კადრები.
,,მე არ ვარ პატარა ბავშვი, რომ ესეთი ზღაპრების მჯეროდეს. ალბათ ეს არის მცდელობა, რომ პასუხიმგებლობის სიმძიმე სოსო გოგაშვილზეც გადავიდეს. 2019 წელს ვინ იყო ორგანიზატორი, ვინც გაავრცელა ეს უკანონო ჩანაწერი? - მე ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ მაქვს. ყველას, ვინც ამ საზიზღარი ტერორისტული აქტის მონაწილეა, უნდა დაეკისროს პასუხიმსგებლობა. დღეს ნებისმიერი ადმიანის პირადი და ოჯახური სივრცე აბსოლუტურად დაუცველია“ - თქვა პოლიტიკოსმა.