მკვლელი შადრევანი - "ჯოხის გადატეხვის მცდელობა სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ კომპანიაზე"
რატომ გადავიდა წყალზე დენი, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა - საკრებულოს ოპოზიციაში ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჯოხის გადატეხვის მცდელობა კომპანიაზე მიმდინარეობს.
დავით ფარცვანიას თქმით, ახლა დასადგენია ჩატარდა თუ არა სწორი ინსპექტირება ხარისხის შესახებ.
მიმდინარეობს ჯოხის გადატეხვის მცდელობა სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ კომპანიაზე. მერიის დაქვემდებარებული უწყება, საუბარია მუნიციპალურ ლაბორატორიაზე, რომელსაც აქვს ხარისხის შემოწმების ვალდებულება. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, გაკეთდა თუ არა სწორი ინსპექტირება ხარისხის შესახებ. თუ არ გაკეთდა და რაც არ ჩანს, არის საკმაოდ დიდი პრობლემა, ხოლო თუ გაკეთდა და გვიმალავენ, უნდა გამოაჩინონ და ესეც პრობლემაა, რადგან ვხედავთ რაც მოხდა და სამუშაოები არ არის ხარისხიანად შესრულებული". - ამბობს ფარცვანია.