დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ბრძენი პატრიარქის რჩევებს, უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სვეტიცხოველში იმყოფებოდა, სადაც სადღესასწაულო წირვას დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილი ამბიონზე ავიდა და პატრიარქს მხარდაჭერა გამოუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამყარო ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას
მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი ბრძენი წინამძღოლის რჩევებს, მის დარიგებებს. ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო.
დღეს რთული დროა მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. მსოფლიო, სამყარო ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ მადლობა უფალს, ჩვენი ეკლესიის ლოცვა-დიდებით, ამ განსაცდელს მშვიდად გავდივართ “ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.