ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 13 წლის მოზარდის სიკვდილზე? - პრემიერი შეკითხვას გაურბის

14.10.22 13:39
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 13 წლის მოზარდის სიკვდილზე? - პრემიერი შეკითხვას გაურბის

საქართველოს პრემიერი ვაკის პარკში მომხდარ საზარელ ტრაგედიას მედიასთან არ გამოეხმაურა. მიუხედავად დაპირებისა, მთავრობის მეთაური ჟურნალისტებთან არ გაჩერდა და არ უპასუხა კითხვას, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ერთი მოზარდის გარდაცვალებისა და ორი ბავშვის დაშავების გამო. 

ღარიბაშვილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გამოეხმაურა და ოჯახს მიუსამძიმრა. 

გუშინ სამწუხაროდ, დიდი უბედურება დატრიალდა. დღეს ჩვენ არ გვაქვს საზეიმო განწყობა. მე მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი, ახალგაზრდა მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მეგობრებს, ჩვენს საზოგადოებას"- თქვა პრემიერმა. 

ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში 3 მოზარდს დენმა გუშინ დაარტყა. მერვეკლასელები შადრევანში ბურთის ამოსაღებად შევიდნენ. 

მომხდარის შედეგად 13 წლი მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

 

მსგავსი სიახლეები