თუ შეფასება არაა ფარსი, ვთავაზობთ ,,ოცნებას", მხარი დაუჭიროს ტოპ სამეულში შესულ ომბუდსმენობის ჩვენს კანდიდატებს- პაატა მანჯგალაძე

14.10.22 13:53
თუ შეფასება არაა ფარსი, ვთავაზობთ ,,ოცნებას", მხარი დაუჭიროს ტოპ სამეულში შესულ ომბუდსმენობის ჩვენს კანდიდატებს- პაატა მანჯგალაძე

საპარლამენტო კომისიამ ომბუდსმენობის კანდიდატები შეაფასა. ყველაზე მაღალი შედეგი არასამავრობო სექტორისა და ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილმა პირებმა მიიღეს. ხმები ასე გადანაწილდა- ანა აბაშიძე- 321 ქულა; ნაზი ჯანეზაშვილი- 288; გიორგი ბურჯანაძე კი 231 ქულა.

იმის მიუხედავად, რომ კომისიის მიერ დაწერილი ქულებით ხუთეულში გასული კანდიდატების უმეტესობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არჩეული კანდიდატები არიან, ოპოზიცია დარწმებულია, რომ აღნიშნულ შედეგს  ,,ოცნება" არაფრად მიიჩნევს და მაინც შეეცდება, ნინო ლომჯარიას ადგილმონაცვლე მათთვის სასურველი ადამიანი გახდეს.

ტოპ ხუთეულში არიან ის ადამიანები, ვისაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ჩვენ ვამბობდით, რომ შეფასებას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ,,ქართული ოცნება" იძახდა, რომ შეფასება მათთვის გადამწყვეტია.

ახლა ვთავაზობთ ,,ოცნებას", თუ ეს პროცესი არ იყო ფარსი, ჩვენს მიერ მოწონებული კანდიდატები არიან ტოპ სამეულში და აქედან ერთ-ერთს დავუჭიროთ ყველამ მხარი. 

ეს არის ჩვენი საქმიანი წინადადება, სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიფიქრებთ, რომ შეფასება ნამდვილად იყო ფარსი და ,,ქართულმა ოცნებამ" ის მხოლოდ იმიტომ მოიგონა, რომ შეთანხმება ვერ მიღწეულიყო ოპოზიციურ პარტიებს შორის. - განაცხადა ,,სტარტეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები