გადადგეს კალაძე - გარემოს დამცველი თბილისის მერს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს

14.10.22 15:28
გადადგეს კალაძე - გარემოს დამცველი თბილისის მერს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს

გადადგეს კახი კალაძე - ამ მოთხოვნით გარემოს დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარტიზანი მებაღეების" ხელმძღვანელმა, ნატა ფერაძემ დედაქალაქის მერიასთან ერთკაციანი აქცია გამართა.

 ვაკსი პარკში დატრიალებული ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტი დედაქალაქის მერისგან პოლიტიკური პასუხისმგებლობის  საკუთარ თავზე აღებას ითხოვს.

პოლიტიკოსის გადადგომა- ეს არ არის სამართლებრივი აქტი. ეს არის სინდისი აქტი. სინდისის აქტს ჩვენ ვერ მოვთხოვთ კალაძეს, რადგან ის სრულიად გარეცხილია იმ გრძნობიდან, რასაც სინდისი ჰქვია. 

მე მესიჯს, გადადეს კალაძე, არ ვწერ არც კითხვით, არც ბრძანებით ფორმაში. ეს არის აქსიომა, რაც მოხდება. ამით ვეხმარები კალაძეს, იმიტომ, რომ უნდა გაადადგეს. სხვა ვარიანტი არაა.

როცა კორუმპირებულია მთავრობა, იქ უსაფრთხოების ზომები დაცული არაა. ჩვენ არ გვაქვს ე.წ. ევროკოდები. ევროკავშირში გაერთიანებისთვის ევროპა გვთხოვს ევროკოდებს. ევროკოდი არის ყველა სფეროში ის კოდები, რაც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 

ჩვენ ყველა ევროკოდი დარღვეული გვაქვს - აცხადებს ,,პარტიზანი მებაღეების" ხელმძღვანელი, ნატა ფერაძე.

ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში 3 მოზარდს დენმა გუშინ დაარტყა. მერვეკლასელი ბიჭები შადრევანში ბურთის ამოსაღებად შევიდნენ. 13 წლის მარიტა კი მეგობრების გადასარჩენად წყალში შევიდა. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები