თვალთვალი ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე - შაბათის ეთერის სკანდალური აუდიოჩანაწერი {ვიდეო}
ტვ პირველის შაბათის ეთერმა სკანდალური აუდიოჩანაწერები გაასაჯაროვა, რომლითაც დგინდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს უსმენს და ამაში დიდ ფინანსებს ხარჯავს.
აუდიოჩანაწერში სუს-ის აგენტი მისთვის ნდობით აღჭურვილ პირს დავალებას აძლევს, რომ ტვ პირველის ჟურნალისტები: ნოდარ მელაძე, მაკა ჩიხლაძე, ასევე არხის მფლობელი, ვატო წერეთელი, ფარულად ჩაწეროს. უკანონო მიყურადების ობიექტები უნდა გამხდარიყვნენ ასევე გახარიას ახლალი გუნდის წევრები და პარტია "ლელო".
ჟურნალისტური გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების უკანონო მიყურადების ბრძანება სუს-ის პირველი პირების გაცემულია.