56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაც ცვლილება, სადაც მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი - კობახიძე PACE-ს რეზოლუციაზე

14.10.22 15:31
56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაც ცვლილება, სადაც მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი - კობახიძე PACE-ს რეზოლუციაზე

საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს გაითვალისწინოს ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩაწერილი მოწოდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ყოფილ პრეზიდენტზე ჩანაწერს უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ უკრაინამ და ნაციონალური მოძრაობის პარტნიორმა პარტიებმა ევროსაბჭოს რეზოლუციაში ეს საკითხი უბრალოდ შეაპარეს. 

ირაკლი კობახიძის თქმით, 600 კაციანი დელეგაციიდან მხოლოდ 56-მა დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას და რომ ეს 56-ვე დეპუტატი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია. 

ხუთშაბათი დღე ყველამ იცის, რომ ეს არის პასიური დღე ასამბლეის მუშაობაში. 56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაც ცვლილება, სადაც მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ზოგადად სამწუხარო მოვლენა, თუმცა არაფერი გვიკვირს ჩვენ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა 300-ზე მეტი ხმით მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია რამდენიმე თვის წინ. არაფერი განსაკუთრებული. არის ერთი უსამართლო ჩანაწერი, რომელიც მოხვდა PACE-ს რეზოლუციაში. მთავარია, რომ პარტნიორებმა იციან ყველაფერი ამ საქმის შესახებ. იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ყველა პირობა არის შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის. დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაციები“, – განაცხადა კობახიძემ.
 

მსგავსი სიახლეები