"ლაზარეს ანგელოზი" - ქალი, რომელმაც მოზარდს პირველადი დახმარება აღმოუჩინა, მეგი ბანცაძეა
"ლაზარეს ანგელოზი" - ქალი, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებულ ბავშვებს პირველადი დახმარება აღმოუჩინა, "ნიუ ჰოსპიტალში" მივიდა და დაშავებული ლაზერეს მდგომარეობით პირადად დაინტერესდა.
მეგი ბანცაძე ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას პირადად შეესწრო და დაშავებულ მოზარდს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.
ირკვევა, რომ ქალი წლების წინ, იაშვილის კლინიკაში მუშაობდა და მიღებული გამოცდილება 13 წლის მოზარდის გადარჩენაში გამოადგა.
ბავშვები, დაშავებულების კლასელები ტიროდნენ. გავიგე, რომ ბაბშვები ბასეინში ჩავარდნენ და ცუდად არიანო. მე რომ მივედი გოგონა და ბიჭი წყლიდან უკვე ამოყვანილები იყვნენ, ორივენი იქვე ეწვინათ.
საკმაოდ რთული სიტუაცია დამხვდა იმიტომ, რომ ორივე უმძიმეს მდგომარეობაში იყო. მე უშუალოდ ლაზარესთან აღმოვჩნდი ახლოს, გოგონა ჩემგან მოშორებით იყო. ლაზარეს გავუწიე პირველადი დახმარება გულის მასაჟები გავუკეთე, ჩემთან ერთად კიდევ იყო ერთი მამაკაცი, რომელიც მეხმარებოდა. მას შემდეგ, რაც პულსი მივიღე, ყურებიდან წამოვიდა სიწითლე, ამის შემდეგ ჩავსვით სასწრაფო დახმარების ბრიგადაში" - აცხადებს მეგი ბანცაძე.
ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში 3 მოზარდს დენმა გუშინ დაარტყა. მერვეკლასელი ბიჭები შადრევანში ბურთის ამოსაღებად შევიდნენ. 13 წლის მარიტა კი მეგობრების გადასარჩენად წყალში შევიდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.