სააკაშვილის შესწორების რეზოლუციაში შეტანა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ პუტინის პირად პატიმრებზეა საუბარი - ცისკარიშვილი

14.10.22 15:58
სააკაშვილის შესწორების რეზოლუციაში შეტანა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ პუტინის პირად პატიმრებზეა საუბარი - ცისკარიშვილი

ცისკარიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის შესწორების რეზოლუციაში შეტანა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ, პუტინის, პირად პატიმრებზეა საუბარი.

ოპოზიციონერი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯი, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს მთლიანად რეზოლუციას გამომდინარეობდა იქიდან, რომ მათ არ უნდოდათ კრემლი გაენაწყენებინათ.

„შეეძლოთ და რამოდენიმე დეპუტატმა ასეც გააკეთა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის პუნქტზე მხარი არ დაეჭირათ, მაგრამ მთლიანად იმ სულისკვეთებისთვის და იმ რეზოლუციისთვის, რომელიც მიიღო საპარლამენტო ასაბლეამ, მხარი დაეჭირათ. მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს, რათა თავიანთი ხელმძღვანელობა კრემლში არ გაანაწყენონ. მიხეილ სააკაშვილის შესწორების ამ რეზოლუციაში შეტანა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ არის პუტინის, პრაქტიკულად პირად პატიმრებზე საუბარი. მხოლოდ ყარაბუზა და მიხეილ სააკაშვილი არიან სახელი და გვარით მოხსენიებულნი“. - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას. ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში - „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, რომელიც ასამბლეამ გუშინ დაამტკიცა. 

მსგავსი სიახლეები