ევროსაბჭოს ისტორიულ რეზოლუციაში ჩემი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა, სიტუაციის ზუსტი აღწერაა - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნულ დოკუმენტში მისი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა, სიტუაციის ზუსტი აღწერაა.
ევროპის საბჭოს ისტორიულ რეზოლუციაში ჩემი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა - სიტუაციის ზუსტი აღწერაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მახარებს. ეს აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და მიმაჩნია, რომ ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ვნებს მეტი შინაგანი კონფრონტაცია და პირიქით, სჭირდება კონსოლიდაცია და საერთო ენის გამონახვა“,- წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას.