როცა ზარზეიმით ხსნი პროექტს, მოსახლეობას ეუბნები ფაქტიურად, რომ შენ ხარ გარანტი - სამადაშვილი კალაძეს

14.10.22 17:32
 როცა ზარზეიმით ხსნი პროექტს, მოსახლეობას ეუბნები ფაქტიურად, რომ შენ ხარ გარანტი - სამადაშვილი კალაძეს

კახი კალაძეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ სამოქალაქო საზოგადოების შემდეგ ოპოზიციონერი  პოლიტიკოსებიც მოუწოდებენ. 

ხელისუფლების ოპონენტები პირდაპირ ამბობენ,  რომ დედაქალაქის მერის სახელი არაერთ კორუფციულ გარიგებასთან არის დაკავშირებული.

ოპოზიციის აზრით, ვაკის პარკში  დატრიალებულიი ტრაგედიის შემდეგ კალაძეს არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება არა აქვს, რომ მერის თანამდებობაზე მუშაობა ისევ განაგრძოს.

ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში განიხილავდა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას და ეს განცხადება გაკეთებული ექნებოდა რატომ? 

რა თქმა უნდა, კალაძე არ იყო ის, ვინც სამუშაოებს ასრულებდა, მაგრამ როცა შენ ზარზეიმით ხსნი რაღაც პროექტს, მოუწოდებ მოქალაქეებს, რომ მოვიდნენ, ისარგებლონ ამ პროექტით, ფაქტობრივად, მათ ეუბნები, რომ შენ ხარ გარანტი, რომ ეს ყველაფერი არის მათი სიკეთისთვის შექმნილი. 

რატომ არ ისმევა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი? რადგან მათ შორის ის, რომ ამდენ დარღვევას აქვს ადგილი, არის კორუფციული კავშირების შედეგი, რომელიც არსებობს პოლიტიკურ დამკვეთებსა და შემსრულებლებს შორის. - აცხადებს ,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.

მსგავსი სიახლეები