პირადი ცხოვრების კადრების სკანდალი - სარჯველაძის თქმით, კასრიდან, სადაც ჩანაწერები დაიწვა, ასლები სხვების ხელში მოხვდა

14.10.22 17:22
პირადი ცხოვრების კადრების სკანდალი - სარჯველაძის თქმით, კასრიდან, სადაც ჩანაწერები დაიწვა, ასლები სხვების ხელში მოხვდა

პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში „ქართული ოცნება“ ისევ "სხვების" კვლას ეძებს. 

გოგაშვილის სკანდალური მხილების შემდეგ, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ პირადი ცხოვრების კადრები, რომლებიც წესით იმ ფაილებს შორის უნდა ყოფილიყო, რომელიც ღარიბაშვილმა და წულუკიანმა საჯაროდ გაანადგურეს, ჩანაწერების ასლები სხვების ხელში მოხვდა.

 „ჩანაწერები განადგურდა. სამწუხაროდ, თუ ვინმემ მოასწრო იმ კასრიდან, სადაც ეს დაიწვა იქიდან რამე ამოეღო და სახლში წაეღო და მომავალში კომპრომანტად გამოყენების მცდელობა ჰქონოდა, ვენაცვალე იმის მარჯვენას, ვინც ამის აღსაკვეთად ნაბიჯს დგამს. წყარო, სადაც ინახებოდა გადაღებული მასალა, საუბედუროდ, შეიძლება მაშინ იმ კომისიას მაშინ ხელი არ მიუწვდეებოდა. მაშინ რარიბაშვილი და წულუკიანი იყო ჩართული ამ საქმეში“. - ამბობს სარჯველაძე.
 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ სახელმწიფომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი დაუმძიმა.

სოსო გოგაშვილს ახალი ბრალდება სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე წარედგინა.

 

მსგავსი სიახლეები