"ახლა ყველაფერს შეტენიან გოგაშვილს, რომელსაც კბილებით იცავდნენ" - ხაბეიშვილი პირადი ცხოვრების კადრებზე

14.10.22 17:40
"ახლა ყველაფერს შეტენიან გოგაშვილს, რომელსაც კბილებით იცავდნენ" - ხაბეიშვილი პირადი ცხოვრების კადრებზე

პირადი ცხოვრების კადრების სკანდალი - „ენმ“-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ გამოძიება ბოლომდე არ მივა.

ხაბეიშვილის თქმით, ამ კადრების გავრცელებას ახლა „ოცნება“ გოგაშვილს შეტენის, რომელსაც მისი თქმით, ადრე კბილებით იცავდნენ.

„იმ მასალებზე, რომლებზეც გვესაუბრებიან, მაგ მასალების განდგურება თავად ღარიბაშვილმა ამცნო საზოგადოებას. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, ეს გამოძიებები ბოლომდე არ მივა, ეს ჩანაწერებიც, რომლებიც კონკრეტულ პოლიტიკოსებს უკავშირდება, არის, მათ შორის „ოცნების“ პირობებში გაკეთებული. ვწუხვარ, მაგრამ არანაირი გამოძიების იმედი არ მაქვს. ახლა ყველაფერს შეტენიან მათ თანაგუნდელს, რომელსაც კბილებით იცავდნენ“. - ამბობს ხაბეიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ სახელმწიფომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი დაუმძიმა.

სოსო გოგაშვილს ახალი ბრალდება სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე წარედგინა.

 

მსგავსი სიახლეები