თანაბარი შანსი აქვთ როგორც პირველ, ასე ბოლო ადგილზე მყოფ ომბუდსმენის კანდიდატებს - მიხეილ სარჯველაძე

14.10.22 17:55
თანაბარი შანსი აქვთ როგორც პირველ, ასე ბოლო ადგილზე მყოფ ომბუდსმენის კანდიდატებს - მიხეილ სარჯველაძე

ყველაფერი მაინც საკომიტეტო მოსმენებზე გადაწყდება -  ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, აცხადებს, რომ ომბუდსმენობის კანდიდატებისთვის დაწერილი ქულები და რეიტინგი მმართველი პარტიისთვის აზრს კარგავს.

არავითარი რეიტინგი არ შეიძლება, რომ არსებობდეს. არავითარი მნიშვნელობა არ ექნება იმას, ვინ უფრო მეტი ქულით არის შეფასებული. არც ერთ კანდიდატს არ ექნება არავითარი უპირატესობები და პრეფერენციები. თანაბარი შანსი აქვს როგორც პირველ, ასევე ბოლო ადგილზე მყოფ კანდიდატს. - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ამ განცხადებით მიხეილ სარჯველაძემ პრაქტიკულად დაადასტურა ,,ოცნების" განზრახვა, სახალხო დამცველად მაინც ის აირჩიოს, ვინც სურს.

 

მსგავსი სიახლეები