მცემდნენ, სახზე მაფურთხებდნენ და თან ვიდეოს მიღებდნენ - ახალგაზრდა კაცი პოლიციელებს ამხელს
36 წლის კაცი "შაბათის ეთერს" გამაოგნებელ ისტორიას უყვება - ზურაბ ხვადაგაძის განცხადებით, ის პოლიციელებმა სასაფლაოზე გაიტაცეს, სცემეს, აფურთხებდნენ და დამცირების კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდნენ.
მომკლეს ცემაში, დღემდე ვერ ვწვები, პირში მაფურთხებდნენ ვეგდე და სახეზე მაფურთხებდნენ, ბორკილები მქონდა მოჭერილი, ორი კაცი მაკავებდა ორი - მცემდა. ვერ გავიგე რა დავუშავე, არც შემიგინებია, კამერები არ არის პოლიციის შენობაში, როგორ გადამიტანეს პოლიციის მანქანიდან?"- აცხადებს ხვადაგაძე.
ახალგაზრდა კაცმა მოსამართლეს უთხრა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ჯერ ავტომობილში, შემდეგ კი პოლციის განყოფილებაში აწამებდნენ.
"მთვრალები იყვნენ, აყროლებული იყო შავი ჯიპი ალკოჰოლის სუნით. მირტყამდნენ ბევრს იქამდე, სანამ არ დაიღალნენ"- თქვა კაცმა სასამართლო სხდომაზე.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, კაცი, რომელიც ირწმუნება, რომ მთვრალი პოლიციელების წამების მსხვერპლი გახდა, პოლიციელებზე ძალადობის ბრალდებით ციხეში 6 წლიანი მუხლით გაუშვეს.
"მართლა ვერ გავიგე რა უნდოდათ არც კი შემიგინებია დედას გფეიცებით. თუ უნდა დამხვრიტონ ვერ გავიგე რატომ მაწამებდა 12 პოლიციელი"- აღნიშნავს მამაკაცი.
ირკვევა, რომ ფაქტი გორში, 2022 წლის 25 ივნისს მოხდა. დაკავებულის დედა, ხათუნა გენგაშვილი "შაბათის ეთერს" უყვება, რომ მისი შვილი პოლციის მაღალჩინოსნებმა საკუთარი სახლიდან გაიყვანეს. ირკვევა, რომ ადგილზე მყოფებოდნენ ბაქარ ქეურაზბედიანი და ლუკა ბეთლემიძეც. ზურაბ ხვადაგიძე ქურასბედიანის კუთვნილ ავტომობილში ჩასვეს, რამდენიმე წუთში კი დედის თქმით, შვილის განწირული ხმა გაიგო, კაცი დახმარებას ითხოვდა და ყვიროდა, რომ პოიცია ნარკოტიკის ჩადეას ცდილობდა.
დაკავებულის ჩვენებიდან ირკვევა, რომ სამართალდამცავებმა ის არა წინასწარი მოთავსების იზოლატორში, არამედ გორის სასფლაოს მიმართულებით წაიყვანეს, ჯერ იქ, შემდეგ კი ქალაქში ატარებდნენ და მასზე სასტიკად ძალადობდნენ.
სისხლჩაქცევები, ნაკაწრები მთელს სხეულზე, მძიმე დაზიანებები თავზე, მუცელზე კიდურებზე,ზურგზე -ეს ყველაფერი ზურა ხვადაგიძის სხეულზე ექსპერტზიამც დაადსტურა.
საქმის ფიგურანტი ტარიელ ქორთიაშვილია, გორის კრიმინალური პოლიციის თანამშომელს ახლა დაზარალებულის სტატუსი აქვს - ამტკიცებს, რომ ის ხვადაგიძემ ცემა და სამსახურეობრივი ფორმა შემოახია, .თუმცა როგორ მოახერხა მისი ცემა კაცმა რომლსაც ხელბორკილები ედო, ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
პოლიციელების ცემის ამბავს, სამი პოლიციელი და ერთი ნეიტრალური მოწმე ადასტურებს. "შაბათს ეთერმა" დაადგინა, რომ ნეიტრალური მოწმე ლევან ლონგურაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპცრაზმის თანამშრომელია.
ირკვევა ისიც, რომ საქმიდან პოლციის ის მაღალჩინოსნებიც გააქრეს, ვისაც დაკავებული სასტიკ ძალადობაში ადანაშაულებს. წამებაში ლუკა ბეთლემიძე და ბაქარ ქურასბედიანი იმალებიან, მეტიც ორივე მათგანი დააწინაურეს. მიმალვაშია კიდევ ერთი პოლიციელი, მინდია აწკურაშვილი, ისიც კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი და წამებაში დადანაშაულებული პირია.
ზურა ხბვადაგაძეს კი პოლიციელეზე თავდასხმის გარდა გამოძიება ნარკოტიკების შენახვასაც ედავება, თუმცა წამების სავარაუო მსხვერპლი ბრალს არ აღირებს და პროკურატურის მიერ შეთავზებულ საპროცესო გარიგებაზეც უარს ამბობს. მისი ერთადერთო მოთხოვნა მოძალადე პოლიციელების დასჯაა.
მარიამ გაფრინდაშვილი სიუჟეტი სრულად ნახეთ აქ :