აშანტაჟებს თუ არა "ოცნება" სოზარ სუბარს მსხვერპლით დასრულებული ავარიის გამო? - "შაბათის ეთერის" გამოძიება

15.10.22 20:55
აშანტაჟებს თუ არა "ოცნება" სოზარ სუბარს მსხვერპლით დასრულებული ავარიის გამო? - "შაბათის ეთერის" გამოძიება

პენსიონერის სიკვდილის საქმე, რომელიც სოზარ სუბარის პოლიტიკურ ცხოვრებას დამოკლეს მახვილივით კიდია - საუბარია 2015 წლის, 2 დეკემბერს, სამტრედიის რაიონის, სოფელი მარანში მომხდარ ფაქტზე, როდესაც დიდი სისწრაფით მომავალმა სამთავრობო ავტომობილმა 68 წლის ემზარ ხონელიძის სიცოცხლე შეიწირა.

სოფელში დღემდე დარწმუნებულები არიან, რომ მანქანას, რომელიც ემზარ ხონელიძეს შეეჯახა დევნილთა მინისტრი, სოზარ სუბარი მართავდა. "ოცნების" ხელისუფლებამ კი მაშინვე გაავრცელა ვერსია, რომ საჭესთან არა მინისტრი სუბარი, არამედ მისი მძღოლი იყო.​

დაღუპული ემზარ ხონელიძის ოჯახი ავარიის პირველ დღეებში სოზარ სუბარის ხსენებას არ ერიდებოდნენ, შემდეგ ამ თემაზე საუბარი საერთოდ შეწყვიტეს.

ხონელიძის ცოლი "შაბათის ეთერს" უდასტურებს, რომ 7 წლის წინ, მინისტრის სახელით თანხა, 20 ათასი ლარი მისცეს.

ვინ მართავდა საჭეს არფხიზელ დგგომარეობაში მყოფი სოზარ სუბარი თუ მისი მძღოლი? ვინ უთხრა ოჯახს რომ მძღოლი ციხეში ექვსი წლით წავიდა? მოიხადა თუ არა რეალურად ვინმემ სასჯელი ავარიისთვის რომელიც სიკვდილით დასრულდა? - "შაბათის ეთერის" ამ კითხვებს სოზარ სუბარი გაექცა. 

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინტერვიუებიდან ჩნდება განცდა, რომ მმართველ გუნდს, ნებისმიერ დროს შეუძლია, თაროზე შემოდებული, 7 წლის წინანდელი ავტოსაგზაო შემთხვევა, სოზარ სუბარის წინააღმდეგ შემოაბრუნოს. დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. ახალი გარემოებების აღმოჩენის მოტივით ძიების განახლება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. მით უფრო, რომ არსებობს ცოცხალი და მთავარი მოწმე, სოზარ სუბარის მძღოლი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, ვინ იჯდა სინამდვილეში საჭესთან 2015 წლის 2 დეკემბერს?!

მაკა ჩიხლაძის სიუჟეტი ვრცლად იხილეთ აქ:

 

 

მსგავსი სიახლეები