კალაძეს ვიბარებთ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე - საბა ბუაძე

15.10.22 11:51
კალაძეს ვიბარებთ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე - საბა ბუაძე

პარტია ,,ლელო" კახი კალაძეს საკრებულოში იბარებს. მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური თანაგუნდელები დედაქალაქის მერისგან ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხებს მოითხოვენ. 

,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე, აცახდებს, რომ უამრავი კითხვა დაგროვდა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს.

რამდენიმე დღის წინ უმძიმესი ტრაგედია და დანაშაული მოხდა. კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო მთელ საქართველოს, განსაკუთრებით მარიტას ოჯახს. 

ამ ტრაგედიის ფონზე ძალიან ბევრი კითხვა ისმის. საუბარია როგორც სისხლის სამართლის, ასევე პოლიტიკურ  პასუხისმგებლობაზე, თუ რატომ მოხდა და რატომ ვერ ავიცილეთ ეს ტრაგედია. 

სისხლის სამართლის გამოძიებამ რაღაც პასუხები უნდა მოგვცეს, თუმცა აუცილებელია ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობის შეფასება. 

იმისთვის, რომ საზოგადოებამ შეაფასოს კალაძისა და თბილისის მერიის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ჩვენ მივიღოთ პასუხები იმ არაერთ კითხვაზე, რაც დაგროვილია, ჩვენ კალაძეს ვიბარებთ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება კითხვები. 

საზოგადოებას თავად მივცემთ საშუალებას, თავად განსაზღვროს კალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხი. 

სახეზეა უმძიმესი დანაშაული და მხოლოდ სისხლის სამართლის გამოზიება ამ კითხვებს ვერ უპასუხებს - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ.

მსგავსი სიახლეები