ჩვენ გეტყვით, რატომ უნდა აიღოს კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა - გიორგი ნონიაშვილი

15.10.22 12:43
 ჩვენ გეტყვით, რატომ უნდა აიღოს კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა - გიორგი ნონიაშვილი

გადადგეს კახა კალაძე - ,,ევროპული საქართველო" ოპოზიციურ პარტიებისა ადა არასამთავრობო სექტორის მოთხოვნას უერთდება და ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედისი გამო დედაქალაქის მერს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.

პარტიის წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა, სპეციალურ ბრიფინგზე თბილისის მერიის კორუპციულ სქემებსა და გარიგებებზე გაამახვილა ყურადღება.

ჩვენ გეტყვით, რატომ უნდა აიღოს კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ის, რაც 13 ოქტომბერს მოხდა ვაკის პარკში, არ არის ერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როცა კორუფცია და პოლიტიკური დაუდევრობა კლავს, ან შესაძლოა, მოკლას.

ეს არის ამ ხელისუფლების სამუშაო ზოგადი წესი. მინდა, ამის სადემონსტარციოდ რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო.

წითელი ბაღის კეთილმოსაწყობად ქალაქის მერიამ ამავე შპს ,,გრინსერვისს" 2 მილიონი ლარამდე გადაუხადა. ერთ წელიწადში ბაღი უკვე სარემონტო მდგომარეობაშია, უსაფრთხოების ნორმები კი დაცული არაა. 

გახსოვთ ალბათ 2016 წელს ვარკეთილის მეტროს რემონტი. 5 თვეში კი ჩამოინგრა. ამაში 1 მილიონი ლარი დავხარჯეთ. მშენებელ კომპანიას კი ამის შემდეგ სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების რემონტი ანდეს, არათუ დასაჯეს.

გლდანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიამ შპს ,,ენსი"-ს 13 მილიონი ლარი გადაუხადა, შედეგად სანიაღვრე სისტემა არ მუშაობს გამართულად, ძლიერ წვიმაზე იტბორება, რაც მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ასეთი საქმეები ბევრია. - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები