რა მოხდა რეალურად?! - მოპოვებულია ვიდეო, რომელიც ვაკეში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ გაჟღერებულ ვერსიას თავდაყირა აყენებს
"შაბათის ეთერი" ასაჯაროებს უმძიმეს ვიდეომასალას, რომელიც ვაკეში დატრიალებული შემზარავი ფაქტის შესახებ დღემდე თქმულ ვერსიას თავდაყირა აყენებს.
ვიდეომასალის დეტალური გაშიფვრის შედეგად დგინდება რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი.
55-ე სკოლის ორი მოსწავლე ლაზარე და ანდრია ვაკის პარკის ცენტრალურ შადრევანში ერთად ჩადიან.
კადრებში ჩანს, რომ წყლის ძლიერი ნაკადის გამო ანდრია სახეზე იდაყვს იფარებს, უკან მოაჯირთან ბრუნდება, მაისურს იხდის და შემდეგ შადრევნის ცენტრისკენ მიემართება, სადაც ყვითელი ბურთი გდია.
28 წამში ისმის 55 -ე სკოლის მოსწავლეების ხმა -"ამოდით". კადრიდან ლაზარე ქრება. მოზარდი წყალში იძირება. ანდრია წყალში ჩავარდნილ ბურთს იღებს და ვაკის პარკის ცენტრალური მოედნისკენ ისვრის. ბავშვებს პანიკა ეწყებათ, თავდაპირველად ეგონათ, რომ ლაზარემ ჩაყვინთა, თუმცა ანდრია, რომელიც წყლიდან ამოდიოდა, მეგობრების თხოვნით უკან ბრუნდება და შადრევნის ცენტრისკენ მიცურავს. ანდრია ვერაფრის თქმას ვერ ასწრებს და რამდენიმე წამში დენის ძლიერი დარტყმის შემდეგ ეცემა.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებულია ორი ვიდეოჩანაწერი, რომელიც საბედისწერო დღეს ასახავს.
ორივე ვიდეოჩანაწერი ზუსტად იმ მომენტში წყდება, როცა ბიჭები წყალში ვარდებიან. კადრები თავდაყირა აყენებს ვერსიას, რომ ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად პირველი შადრევანში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, გოგონა წყალში მხოლოდ მაშინ ჩავიდა, როცა მისი ორი მეგობარი ჩაიძირა და შველა უნდათ.
ვიდეოჩანაწერების გაშიფვრის შედეგად შაბათის ეთერმა სკოლის მოსწავლეების წყალში შესვლის ტარაექტორია დაადგინა.
ბავშვები შადრევნიდან ხელმარჯვნივ იდგნენ და სამივე წყალში ერთი და იგივე გზით ჩავიდა.
ახლა შადრევანში წყალი აღარ არის, გამოჩნდა თუ რა ხელსაწყო იყო დამონტაჟებული ზუსტად იმ ადგილას, სადაც სკოლის სამმა მოსწავლემ ელექტრო ტრავმა მიიღო, გონება დაკარგა და წყალში ჩაიძირა. ამ წერტილიდან შადრევანში სამი მილი წყლის ძლიერი ნაკადით შემოდის. ერთი მილი კი რომელსაც დამცავი ბადე აქვს ცირკულატორია.
თვითმხილველი მებაღე, რომელმაც ბავშვები წყლიდან ამოიყვანა გვიყვება, რომ რაც უფრო უახლოვდებოდა შადრევნის ცენტრს, მით უფრო გრძნობდა დენის დარტყმა რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროსადენებმა წყალზე დენი სწორედ ამ წერტილიდან გაატარა.
შადრევანში უამრავი ელექტროსადენი გადიოდა, თუმცა განათების სისტემა 12 ვოლტზე მუშაობს , ასეთი დაბალი ძაბვის პირობებში ელექტრო ტრავმის მიღება შეუძლებელია.
შაბათის ეთერის მიერ მოპოვებულია ასევე თბილისის მერის სათვალთვალო კამერის ჩანაწერიც. ჩანს რომ მოზარდები წყალში ბურთის ჩავარდნამდეც იყვნენ.
ისინი მრგვალი შადრევნის განაპირა წრეზე მოძრაობდნენ და არცერთს ელექტრო ტრავმა არ მიუღია, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ წყალზე დენი შადრევნის ცენტრალური გამომავალი მილებიდან გადავიდა.
საიდან გაჩნდა შადრევანში მაღალი ძაბვა? ახლა ეს არის კითხვა რომელსაც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. არსებობს ორი ვერსიაა. წყლის ცირკულატორი ტუმბო არა შადრევნის გარეთ, იზოლირებულ ტერიტორიაზე არამედ შადრევნის შუაგულში იყო დამონტაჟებული. ან მეორე დამოუკიდებლად დამონტაჟებული ტუმბოდან დენი წყალზე გადავიდა და ეს გახდა სამი მოზარდის ელექტრო ტრავმის მიზეზი...
ტუმბოდან დენს რომ გაეჟონა უსაფრთხოების სისტემა უნდა ჩართულიყო. ერთი ეს არის რელე, რომელიც მიკრო წამში ელექტროსისტემას თიშავს და ელექტრო ტრავმის მიღების ალბათობა მინიმალურია. მეორე - დამიწება. თუმცა აღმოჩნდა, რომ ვაკის პარკის შადრევანზე არც ერთმა არ იმუშავა.
ნატა ქაჯაიას სიუჟეტი ვრცლად იხილეთ აქ: