რა უნდა გააკეთოს საქართველომ, ორმ აშშ-ს დახმარება ხელიდან არ გაუშვას - ოპოზიციის რჩევა ხელისუფლებას

16.10.22 12:27
რა უნდა გააკეთოს საქართველომ, ორმ აშშ-ს დახმარება ხელიდან არ გაუშვას - ოპოზიციის რჩევა ხელისუფლებას

რა უნდა გააკეთოს საქართველომ, ორმ აშშ-ს დახმარება ხელიდან არ გაუშვას - "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ენტონი ბლინკენის მოადგილე , ბონი ჯენკისი პირდაპირ ამბობს, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის საჭირო დახმარება აღმოუჩინონ. აღნიშნული განცხადება ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანტიდასავლურ გზავნილებსა და  ელჩ დეგნანზე განხორციელებულ პოლიტიკურ თავდასხმებზე საუბრისას გააკეთა.

ამის მიუხედავად, ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამ შანსს არ აგმოიყენებს. ხელისუფლების ოპონენტები დარმწუნებულები არიან, რომ ღარიბაშვილის მთავრობა ამ დახმარების მისაღებად ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს. ისინი ხელისუფლებას ურჩევენ, აღნიშნული შანსი აუცილებალად გამოიყენოს და შეწყვიტოს დეზინფორმაციული კამპანია.

ოპოზიცია რომ დაიწყებს ლაპარაკს იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ძლიერი თავდაცვის კუთხით, შეიძინოს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური იარაღი, ეგრევე მოდის პირველი შეკითხვა, "ე.ი. თქვენ ომი გინდათ". არა, ომი არ გვინდა ჩვენ. არც ოპოზიციას არ უნდა ომი, არც ქართველ ერს არ უნდა ომი. ქართველ ერს და ოპოზიციას უნდა, რომ საქართველოს თავდაცვის უნარი იყოს მაღალ დონეზე, - ამბობს ენმ-ს წევრი დევი ჭანკოტაძე. 

მსგავსი სიახლეები